მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცეზარ ჩოჩელი: კურსი ყოველ დღე იცვლება, არ ვიცით 1 კვირაში რა იქნება და ეს გვანგრევს

5e7c4cb92e8bd
თათია ჩაფიჩაძე
26.03.20 10:37
1102
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ვარაუდობს, რომ ლარი გაუფასურებას კიდევ გააგრძელებს, არაპროგნოზირებადი გარემოს გათვალისწინებით კი ბიზნესისთვის უმძიმესი წელი იქნება.

BMG-სთან საუბრისას ჩოჩელი აცხადებს, რომ ამ დროისთის შემცირებულია რეალიზაციაც, თუმცა არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, ფასების მატება პროდუქციაზე არ იგეგმება.

"ლარი საკმაოდ მძიმე მდგომარეოაბშია და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, მაგრამ ეს გლობალური პრობლემაა. ჩვენთან სავლუტო შემოსავლები იყო ვიზიტორებისგან, ასევე მსხვილი შემოსავლის წყაროა გზავნილები, მესამეა ინვესტიციები და მეოთხეა ექსპორტი. თითოეულს თუ განვიხილავთ, წელს კარგ ვარიანტში ვიზიტორები ნახევარი იქნება, ასევე კარგ ვარიანტში გზავნილების წილი 60% დარჩება. შემცირდება ინვესტიციებიც და შემოსავლები დაიკლებს ექსპორტიდანაც თუნდაც ფასებიდან გამომდინარე. ასე რომ რეალურად უნდა შევხედოთ ხვალის ლარის კურსს. სულ რომ დალაგდეს სიტუაცია და 2-3 თვეში ჩაცხრეს ეპიდემია, აქ მაინც იქნება გართულებები.

ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული თემაა სავალუტო რყევები, იმიტომ რომ არსებული კურსით ყველა კომანია თითქმის ზარალზე მუშაობს. მთავრი ამოცაანაა, რამენაირად შევინარჩუნოთ თანამშრომლები და სამუშაო ადგილები. დღეს მათი ქუჩაში დატოვება დანაშაულია იმდენწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს თითოეულ მათანთან და ასევე დანაშაულია ქვეყნის წინაშე, როცა ეკონომიკა ისედაც მძიმე დღეშია. ამიტომ 24 საათი ვმუშაობთ, რომ სწორი გათვლები გავაკეთოთ, მაგრამ გუშინ რა კურსიც იყო, დღეს სხვაა, 1 კვირაში რა იქნება, არ ვიცით და ეს გვანგრევს.

შემცირებულია რეალიზაციებიც. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი მომარაგების ციკლში დღეს არსებული თანხით, ის რაოდენობა აღარ მოგვდის, რაც გვჭირდება, ფასის გაზრდა მაინც შეუძლებელია. თუმცა არ ვიცით, რამდენ ხანს გავძლებთ 3 კვირა, 1 თვე თუ თვენახევარი. ამიტომ კონკრეტული გადაწყვეტილებებია მისაღები. გლობალურად არის შესაფასებელი, ვის რა სჭირდება, ახლა პოპულიზმის დრო არ არის", - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.