მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაის მწარმოებელი „ჩაირინა“ საბავშვო ხაზის დამატებას გეგმავს

616bb874e37cf
მარიამ იზორია
17.10.21 12:30
616
ქართული კომპანია „ჩაირინა“, რომელიც ამ ეტაპისთვის 12 სახეობის აზიურ ჩაის აწარმოებს, დაახლოებით დეკემბრისთვის ხილის ჩაისა და საბავშვო ხაზის დამატებას გეგმავს. ამის შესახებ bm.ge-სთან კომპანიის ქართველმა დამფუძნებელმა ისაუბრა.

სალომე მიმინოშვილის თქმით, ეს იქნება 100%-ით ქართული ნედლეულისგან დამზადებული პროდუქტი, რომელსაც შემდგომ კომპანია ექსპორტზეც გაიტანს.

„ამ ეტაპისთვის ორ ახალ სახეობაზე ვმუშაობთ, ესენია ხილის ჩაი და საბავშვო უკოფეინო ხაზი, ეს პროდუქტები აუცილებლად 100%-ით ქართულ ნედლეულზე დამზადდება და წელს, საახალწლოდ, მაქსიმუმ დეკემბრისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება. „ჩაირინას“ ახალ პროდუქციას ექსპორტზეც გავიტანთ, დასაწყისისთვის გვსურს ჩვენი რეგიონი მოვიცვათ, რაც შეეხება მაღაზიის გახსნას, პანდემიის გამო ჯერ არ ვჩქარობთ. ამ პერიოდს ყველა სახის პროდუქციის წარმოებისთვის გამოვიყენებთ, რადგან სამომავლოდ ჩვენს ბრენდულ სივრცეში სრული ასორტიმენტი წარმოვადგინოთ“ - აღნიშნავს სალომე მიმინოშვილი.

ინფორმაციისთვის, ქართული კომპანია „ჩაირინა“ 2020 წელს ქართველმა და სინგაპურელმა პარტნიორებმა დააფუძნეს, ბრენდი მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის 12 სახეობის აზიურ ჩაის და სხვადასხვა აქსესუარს სთავაზობს.