მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ამოგლეჯილად არ უნდა ხორციელდებოდეს - ასოციაცია

ჩაის პლანტაცია

“პროგრამა, რომელიც ჩაის წარმოების ხელშეწყობისკენ არის მიმართული არ უნდა ხორციელდებოდეს ამოგლეჯილად, ის უნდა იყოს მრავალწლიანი, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი” - ამის შესახებ bm.ge-ს საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელმა განუცხადა.

შოთა ბითაძის თქმით, საჭირო ტექნიკა-დანადგარებისთვის თანხის გამოყოფა კარგია, თუმცა პირველ ეტაპზე ფინანსების მობილიზება ფერმერებისთვის ცოდნის მიცემას უნდა მოხმარდეს. მათ უნდა შეძლონ განსაზღვრონ, თუ რომელი სახეობის ჩაი გააშენონ, ამასთან რისთვის და როგორ გამოიყენონ ტექნიკა-დანადგარები.

„რა თქმა უნდა, სულ არაფერს 1000 ლარიანი თანადაფინანსება სჯობს. თუმცა უპირველესად უნდა იცოდნენ რისთვის, სად და როგორ გამოიყენონ ეს ტექნიკა-დანადგარები, ასევე საერთოდ რისთვის სჭირდებათ.

ეს პროგრამა ცალ-ცალკე ამოგლეჯილი არ უნდა იყოს, არამედ ის მრავალწლიანი, გაწერილი პროგრამა უნდა იყოს, რომლის გათვალისწინებაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება.

უპირველესად ფერმერებთან ცოდნის ამაღლების კუთხით მუშაობაა საჭირო. მათ კონკურენციის პირობებში, უნდა გაითვალისწინონ ისიც, თუ რომელი სახეობების გაშენება რა ტერიტორიაზე ღირს“ - ამბობს შოთა ბითაძე.

ინფორმაციისთვის: მიმდინარე წლის მაისშიმოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა ამოქმედდა, რომლითაც როგორც მეჩაიეთა  ასოციაციის პრეზიდენტი, თენგიზ სვანიძე ამბობს ფერმერებს არ უსარგებლიათ. ასოციაციის პრეზიდენტმა გადაცემარედაქტ2”-ში განმარტა, რომ პროგრამით ფერმერებმა იქამდე არ ისარგებლეს, ვიდრე ცვლილებები არ შევიდა. თანადაფინანსების პირობების ცვლილება კი მისივე ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ განხორციელდა. ინფორმაციისთვის: ფერმერებს პროგრამის ფარგლებში საკრეფი დანადგარის ღირებულების 50% უფინანსდებოდათ, არაუმეტეს 500 ლარისა. ცვლილების შემდგომ კი  თანადაფინანსება 500-დან 1000 ლარამდე გაიზარდა. მასთან, დაფინანსება განხორციელდება ერთ ჩაის საკრეფ და სასხლავ აპარატზე, თუმცა განსხვავებული პირობებით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები