მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჭარბი ფული”: სსიპ-ებს 422 მლნ ლარი კომერციულ ბანკებში უდევთ

60cc3ba46b167
შოთა ტყეშელაშვილი
18.06.21 00:00
1383
საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებს კომერციულ ბანკებში მილიონობით ლარის დეპოზიტები აქვთ განთავსებული. აუდიტის სამსახურის შეფასებით, ხშირ შემთხვევაში მილიონობით ლარის ჭარბი ფულადი რესურსის დაგროვება საჭიროების გარეშე ხდება.

“სსიპ/ა(ა)იპ-ების მიერ მობილიზებული საკუთარი შემოსავლებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულოდ მისამართი თანხების მიუხედავად, მათ მფლობელობაში რჩება ჭარბი ოდენობის ფულადი რესურსი, რაც ნაშთის სახით განთავსებულია კომერციული ბანკების დეპოზიტებზე,”- ნათქვამია აუდიტის სამსახურის შეფასებაში.

აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილ 75 ორგანიზაციას ბანკების მიმდინარე ანგარიშზე - 111 მილიონი ლარი, მოთხოვნამდე დეპოზიტებზე - 95 მილიონი ლარი, ვადიან დეპოზიტზე კი 216 მილიონი ლარი აქვთ განთავსებული, ჯამში, 422 მლნ ლარი.

“მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ საბოლოოდ გადაწყვიტოს ან რეგულაცია შეიმუშავოს თუ სსიპ-ებისა და აიპების საკუთარი შემოსავლები როგორ გამოიყენოს უფრო ეფექტურად, ვინაიდან საკმაოდ დიდი თანხები უდევთ გრძელვადიან დეპოზიტებზე. იმ დროს როდესაც სხვა წყაროებიდან ვეძებთ თანხებს შეგვეძლო უფრო აქტიურად ვემოქმედა, რომ ამ სსიპებ და აიპებს დაეხარჯათ თანხები რაღაც სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად,”- განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილემ ეკატერინე ღაძაძემ.

BMG-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 422 მილიონი ლარიდან განსაკუთრებით დიდია სსიპ “მუნიციპალური განვითარების ფონდის”, ასევე “აწარმოე საქართველოში”-სა და “აღსრულების ეროვნული ბიუროს” ნაშთები. მათ შორის ერთ-ერთი პროექტი, რის გამოც ნაშთი გაიზარდა “ბიზნეს სახლის” პროექტი იყო, რომლის მშენებლობა 2017 წელს მაშინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დაანონსა. პროექტისთვის 82 მილიონი ლარი ეკონომიკის სამინისტრომ მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაურიცხა, თუმცა მისი განხორციელების შეჩერების გამო, ფონდმა თანხა საბანკო დეპოზიტზე განათავსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები