მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესსესხების მოცულობამ ₾44 მილიარდს მიაღწია - რომელ სექტორებს აფინანსებენ ბანკები

ბანკები

2026 წლის აპრილის ბოლოსთვის ქართული ბანკების მიერ გაცემული ბიზნესსესხების მოცულობამ 44 მილიარდ ლარს მიაღწია. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.7 მილიარდი ლარით, ანუ 12%-ით მეტია.

კონკრეტული სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ბანკებს უძრავი ქონების დეველოპერებზე აქვთ გაცემული, რაც 4.88 მილიარდ ლარს შეადგენს. სექტორის დაკრედიტება წლიურად 17%-ით გაიზარდა. მეორე ადგილს იკავებს სერვისების სექტორი 4.42 მილიარდი ლარით, რაც წლიურად 19%-ით გაიზარდა, მესამე პოზიციაზე კი უძრავი ქონების მენეჯმენტია 4.17 მილიარდი ლარით (ზრდა 19%).

რაც შეეხება სხვა სექტორებს, სოფლის მეურნეობის დაკრედიტება 3.69 მილიარდი ლარია, რაც წლიურად 10%-ით არის მომატებული. სასტუმროების და ტურიზმის სექტორის პორტფელი კი 2.92 მილიარდ ლარს შეადგენს და ის წლიურ ჭრილში 8%-ით არის შემცირებული. ენერგეტიკის სექტორის პორტფელი კი 21%-ით გაიზარდა და 3 მილიარდ ლარს აჭარბებს.

განსაკუთრებით მაღალი ტემპით 151%-ით გაიზარდა ბანკთაშორისი სესხები და მან 357 მილიონ ლარს მიაღწია.

2026 წლის აპრილის მდგომარეობით ბიზნეს სესხები ასე ნაწილდება:

# სექტორი მლნ ლარი ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით
1 უძრავი ქონების დეველოპმენტი 4,884 მილიონი ლარი; 17%
2 სერვისი 4,426 მილიონი ლარი; 19%
3 უძრავი ქონების მენეჯმენტი 4,171 მილიონი ლარი; 19%
4 სოფლის მეურნეობის სექტორი 3,692 მილიონი ლარი; 10%
5 ენერგეტიკა 3,021 მილიონი ლარი; 21%
6 სასტუმროები და ტურიზმი 2,927 მილიონი ლარი; -8%
7 სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა 2,919 მილიონი ლარი; 16%
8 სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 2,164 მილიონი ლარი; 1%
9 ვაჭრობა (სხვა) 2,118 მილიონი ლარი; -5%
10 სამომხმარებლო საქონლის წარმოება 1,904 მილიონი ლარი; 1%
11 საფინანსო ინსტიტუტები 1,502 მილიონი ლარი; 80%
12 სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) 1,173 მილიონი ლარი; 23%
13 ჯანდაცვა 1,032 მილიონი ლარი; -27%
14 წარმოება (სხვა) 987 მილიონი ლარი; 10%
15 რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 980 მილიონი ლარი; 8%
16 ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა 957 მილიონი ლარი; 25%
17 მათ შორის: ექსპორტიორები 848 მილიონი ლარი; 28%
18 ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები 826 მილიონი ლარი; 15%
19 მძიმე მრეწველობა 796 მილიონი ლარი; -11%
20 სხვა 660 მილიონი ლარი; 98%
21 ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 629 მილიონი ლარი; -9%
22 ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები 357 მილიონი ლარი; 151%
23 ავტომობილების დილერები 322 მილიონი ლარი; 15%
24 ტელეკომუნიკაცია 295 მილიონი ლარი; -11%
25 საბითუმო ლომბარდი 285 მილიონი ლარი; 16%
26 ფარმაცევტიკა 276 მილიონი ლარი; 48%
27 სახელმწიფო ორგანიზაციები 37 მილიონი ლარი. -2%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები