მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 1 წელიწადში ბანკებმა ბიზნესის დაკრედიტება ₾4.4 მილიარდით გაზარდეს - ნახევარი უძრავ ქონებაზე მოდის

მშენებლობა

2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით ქართულ ბანკებს ბიზნეს სექტორზე სულ 45.8 მილიარდი ლარის კრედიტები აქვთ გაცემული, რაც წინა წელთან შედარებით 4.44 მილიარდი ლარით, ანუ 11%-ით მეტია.

როგორც ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ინფორმაციიდან ირკვევა, დაკრედიტების სტატისკიკა სულ აღირიცხება 27 სხვადასხვა დარგში, ამ დარგებიდან 20-ში საკრედიტო პორტფელის ზომა გაზრდილია, 7 სექტორში კი შემცირებულია. თანხობრივად, ყველაზე მეტი ზრდა - პორტფელის 1.27 მილიარდი ლარით მატება უძრავი ქონების სექტორში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე პორტფელის თანხობრივი ზრდით არის უძრავი ქონების მენეჯმენტი, რომლის დაკრედიტებაც 1 მილიარდი ლარით გაიზარდა. შესაბამისად, პორტფელის ნაზრდიდან 4.44 მილიარდი ლარიდან 2.27 მილიარდი ლარი სწორედ უძრავი ქონების სექტორს უკავშირდებოდა, ხოლო დანარჩენი თანხა ყველა სხვა სექტორზე ნაწილდება.

ამასთან, რამდენიმე სექტორში საკრედიტო პორტფელი წლიურად შემცირდა. სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორში დაკრედიტება 16%-ით, 2.59 მილიარდ ლარამდე შემცირდა. ვაჭრობის სექტორში პორტფელმა 3%-ით იკლო, ხოლო სამომხმარებლო საქონლის წარმოების საკრედიტო პორტფელი კი 8%-ით შემცირდა.

# სექტორი პორტფელის მოცულობა - მლნ ლარი ზრდა/კლება პროცენტულად ზრდა/კლება თანხობრივად მლნ ლარი
1 უძრავი ქონების დეველოპმენტი 5599 მილიონი; 29% 1272
2 უძრავი ქონების მენეჯმენტი 4700 მილიონი; 27% 1005
3 სერვისი 4603 მილიონი; 13% 520
4 სოფლის მეურნეობის სექტორი 3958 მილიონი; 11% 381
5 ენერგეტიკა 3162 მილიონი; 23% 591
6 სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა 2953 მილიონი; 20% 490
7 სასტუმროები და ტურიზმი 2592 მილიონი; -16% -476
8 ვაჭრობა (სხვა) 2157 მილიონი; -3% -56
9 სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 2153 მილიონი; -2% -52
10 სამომხმარებლო საქონლის წარმოება 1861 მილიონი; -4% -74
11 საფინანსო ინსტიტუტები 1344 მილიონი; -8% -121
12 სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) 1253 მილიონი; 5% 59
13 ჯანდაცვა 1105 მილიონი; 0% -3
14 ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა 1009 მილიონი; 17% 147
15 რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 994 მილიონი; 8% 72
16 წარმოება (სხვა) 932 მილიონი; -2% -19
17 ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები 927 მილიონი; 21% 162
18 მათ შორის: ექსპორტიორები 815 მილიონი; 2% 17
19 მძიმე მრეწველობა 812 მილიონი; -2% -19
20 სხვა 714 მილიონი; 64% 277
21 ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 621 მილიონი; 3% 16
22 ავტომობილების დილერები 396 მილიონი; 9% 34
23 ტელეკომუნიკაცია 290 მილიონი; 6% 16
24 საბითუმო ლომბარდი 281 მილიონი; 10% 26
25 ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები 269 მილიონი; 91% 128
26 ფარმაცევტიკა 266 მილიონი; 25% 53
27 სახელმწიფო ორგანიზაციები 39 მილიონი; 7% 3
ჯამი 45,805 მილიონი. 11% 4447

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები