მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩემი ქალიშვილი გრანდიოზულ პროექტს ამზადებს“ - რა იქნება Coca-cola-ს ძველი ქარხნის ტერიტორიაზე

5f54cd031323c
თელარა გელანტია
06.09.20 15:40
23625
მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ Coca-Cola-ს ქარხანა ნატახტარში გადაიტანა, თბილისში, დიდუბეში არსებული ქარხნის ტერიტორია უფუნქციოდ დარჩა.

"საქმიანი დილის" რუბრიკა #BMGDRIVE-ში სტუმრობისას თემურ ჭყონიამ თქვა, რომ ძველი ქარხნის ტერიტორიისთვის ახალი დატვირთვის მიცემას მისი ქალიშვილი სოფო ჭყონია გეგმავს.

„ძველი ქარხნის ტერიტორიასთან დაკავშირებით ჩემი ქალიშვილი ადგენს გრანდიოზულ, საინტერესო პროექტს. ახლა ვეძებთ უცხოელებს, ვინც იდეაზე იმუშავებს... მოეწყობა დიდი სივრცე, სადაც იქნება საინტერესო ადამიანების ტრეინინგები, გამოფენები... სულ ვოცნებობდი, რომ რაღაც სასწავლო-განათლების სფეროში მიმეღო აქტიური მონაწილეობა და ამის საშუალება მეძლევა. ვნახოთ, რა გამოვა“, - აღნიშნა ჭყონიამ.

ცნობისთვის: ბიზნესმენის ქალიშვილი სოფო ჭყონია საქართველოში პირველად მოდის სასწავლებლის გახსნას გეგმავს. გამოცემა WWD-თან საუბრისას მან თქვა, რომ თავისი მიზნების განხორციელებას, პირველ რიგში, ახალი კულტურული სივრცის გახსნით იწყებს. აღნიშნული სივრცე სწორედ თბილისის ცენტრში მდებარე, „კოკა-კოლას“ ყოფილი ქარხანაა. მასში მოეწყობა სამკერვალოები, გალერიები, კაფეები, ბიბლიოთეკები და პოპ-აპ მაღაზიები. განთავსდება კომერციული ფართები და დიზაინერებს სტუდიების დაქირავების შესაძლებლობაც მიეცემათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები