მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Chevrolet-ი ელექტრო პიკაპს გამოუშვებს

607458da6ef2b
ნათია თაქთაქიშვილი
12.04.21 23:20
726
ავტოკონცერნ General Motors-ის პრეზიდენტი მარკ როსი აცხადებს, რომ ბრენდის ისტორიაში პირველად Chevrolet-ი ელექტრო პიკაპს გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

General Motors-ის განცხადებით, ელექტრონული პიკაპების წარმოება დეტროიტსა და მიჩიგანის ქარხნებში განიხილება.

ეს იქნება მოდელი Silverado, რომელიც ახალი მოდულის მქონე Ultium პლატფორმაზე აიწყობა. ამავე პლატფორმაზე იწყობა ჰამერი დეტროიტში, Factory Zero-ს ქარხანაში.

აღსანიშნავია, რომ General Motors-მა პირველ თიზერში პიკაპის სილუეტი არ აჩვენა.

კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, General Motors-ი ელექტრო პიკაპებთან მიმართებით მსოფლიოს დამოკიდებულებას შეცვლის და ელექტრომობილების წარმოებაში ახალ სიტყვას იტყვის.