მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩეხეთი საგანგებო მდგომარეობას ამსუბუქებს

5e9d75646e8d2
ნათია თაქთაქიშვილი
20.04.20 17:15
2922
ჩეხეთი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას ამსუბუქებს. დღეიდან ქვეყანაში გაიხსნება აგრარული ბაზრები, ავტოსადილერო კომპანიები და სხვა მცირე ბიზნესები, რომელიც ქვეყანაში 12 მარტის შემდეგ დახურულია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, ჩეხეთის მთავრობა დღეს მოგზაურობასთან დაკავშირებული აკრძალვების შემსუბუქებასაც იწყებს. საგარეო საქმეთა მინისტრი ტომას პეტრიჩეკი აღნიშნავს, რომ საზღვრებს თავდაპირველად მხოლოდ ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობისთვის გახსნის, ხოლო, სავარაუდოდ, ჩვეულებრივი მოსახლეობა მეზობელი ქვეყნების სტუმრობას მაისის შუა რიცხვებიდან შეძლებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოგზაურობის უფლების განახლება, სავარაუდოდ, შედარებით გვიან ეტაპზე მოხდება და ჩეხები ზაფხულის შვებულების გატარებას ხორვატიაში შეძლებენ. 

რაც შეეხება შენგენის ქვეყნებს, ამ ქვეყნებთან მიმოსვლის აღდგენა დამოკიდებული იქნება ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

20 აპრილის მდგომარეობით, ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირების 6,746 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 186 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1,298 ინფიცირებული.