მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიაბერაშვილი: მთავრობის ზეწოლის მიუხედავად, კონსორციუმი პროექტს მაინც ახორციელებს

5da5ce0b37431
ლიკა გურაბანიძე
15.10.19 20:20
940
"ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები,  დიდი ხანია აანონსებენ  იმის თაობაზე, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პროექტს სათანადოდ ვერ ემსახურება, თუმცა ამხელა ზეწოლის მიუხედავად კონსორციუმი პროექტს მაინც ახორციელებს.

„ის რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანაკლიის პორტთან და კონსორციუმთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ჩხარტიშვილის (გულისხმობს ვანო ჩხარტიშვილს) მკაფიო მცდელობა, რომ ქვეყნისავის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩაშალონ. კერძოდ, ერთი მხრივ, თავისი პირადი კორუმპირებული ინტერესების გამო, ხოლო მეორე მხრივ - ეს ხელს აძლევს ჩვენ მტერს რუსეთს. სამწუხარო არის ის, რომ უკლებლივ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, იქნება ეს ეკონომიკის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო თუ სხვადასხვა უწყებები, ბიძინა ივანიშვილის გარშემო არინ მობილიზებულები, რომ ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მიიღონ. ისინი ეჭვებს დიდი ხანია აანონსებენ იმის თაობაზე, რომ ანაკლიის კონსორციუმი პროექტს სათანადოდ ვერ ახორციელებს", - განმარტა ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, ვიცე-პრემიერის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, დღეს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა ეწურება, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში, მთავრობას უფლება აქვს, კონსორციუმთან პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება მოშალოს.