მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინელ ექსპერტთა ჯგუფი იტალიას სამედიცინო ინვენტარს მიაწვდის

5e6b50772daaa
ნათია თაქთაქიშვილი
13.03.20 22:00
1007
ჩინელ ექსპერტთა ჯგუფი რომს სამედიცინო ინვენტარს მიაწვდის, მას შემდეგ რაც იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 10,000 გადააჭარბა. ეს უკვე მესამე ჯგუფი, რომელიც ჩინეთის მთავრობა დასახმარებლად აგზავნის, წინა ორი გუნდი ირანსა და ერაყში მიავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას Xinhuanet.com-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, 9 ექსპერტისგან დაკომპლექტებული გუნდი რომს დღეს დილით ეწვია, ხოლო თვითმფრინავი დატვირთული იყო რამდენიმე ტონა სამედიცინო ინვენტარით. ექსპერტები ეცდებიან იტალიელებს გაუწიონ კონსულტაციები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ და მისცენ შესაბამისი რეკომენდაციები.

ჯგუფის მივლინება ორგანიზებულია ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის და ჩინეთის წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ.

ექპერტთა გუნდმა ქვეყანაში ასევე ჩაიტანა 700 ცალზე მეტი დანადგარი, მათ შორის ვენტილატორები, მონიტორები და დეფიბრილატორები.

„ძალიან ბევრი იტალიელი ექიმი აცხადებს, რომ უნდათ მოსვლა და პატივისცემის გამოხატვა ჩინელი კოლეგების მიმართ, მაგრამ ყველა მათგანი ვერ შეძლებს მათთან შეხვედრას“, აცხადებს წყარო იტალიურ წითელი ჯვრიდან.

13 თებერვლის მონაცემებით, იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 15,113-მდე გაიზარდა, 1,016 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 1,258 ინფიცირებული.