მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის საფონდო ბირჟაზე?

63bace688a78a
გიორგი თოლორდავა
08.01.23 18:03
869
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 4.41%-ით გაიზარდა
 და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 27.20 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.33 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო სამ თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 36%-ია, ერთთვიან ჭრილში ზრდის მაჩვენებელი კი 3.2%-ს შეადგენს.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 2.86%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 22.05 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.21 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "თიბისის" აქციების ფასი 32%-ით გაიზარდა, ერთთვიან ჭრილში კი კომპანიის კაპიტალიზაცია 0.68%-ითაა შემცირებული.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 1.37%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 7.20 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 335 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში კომპანიის აქციების ფასი 16%-ითაა გაზრდილი.

წყარო - Galt & Taggart