მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

63fb1126b38d3
შოთა ტყეშელაშვილი
26.02.23 11:58
1392
სტატიაში საუბარია:
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 4.51%-ით შემცირდა
 და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 27.55 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1,354 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო სამ თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 12.45%-ია.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 9.46%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 23.45 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1,293 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "თიბისის" აქციების ფასი 7%-ით გაიზარდა.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულებამ 0.99%-ით მოიმატა, შედეგად ერთი აქციის ფასი 8.15 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 379.8 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში კომპანიის აქციების ფასი 9.84%-ითაა გაზრდილი.

წყარო - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები