მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის აქციების ფასი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა

6461f5b444409
შოთა ტყეშელაშვილი
15.05.23 13:06
2623
სტატიაში საუბარია:
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 9.65%-ით გაიზარდა
 და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 33.25 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, რაც საქართველოს ბანკის აქციების ფასის ისტორიული მაქსიმუმია. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1.63 მილიარდ სტერლინგს მიაღწია. ბოლო ექვს თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 67%-ია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ბანკის აქციების ფასი ასე იცვლებოდა (GBX, ფასი მითითებულია ბრიტანულ პენსებში, 100 პენსი=1 გირვანქა სტერლინგს)



TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 3.71%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 23.35 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.28 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში "თიბისის" აქციების ფასი 33%-ითაა გაზრდილი.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 1.12%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 8.31 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 387 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 31.9%-ითაა გაზრდილი.

წყარო - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები