მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის მარეგულირებელი ქვეყანაში Stepn-ს კრძალავს

62948e67b9397
BM.GE
30.05.22 13:47
6019
ჩინური გამოცემა South China Morning Post-ის თანახმად, ჩინეთის მარეგულირებელი ქვეყანაში NFT ტოკენის Stepn-ის საქმიანობას კრძალავს. შესაბამისი აკრძალვა ძალაში 15 ივლისიდან შევა, რის შემდეგაც ჩინელ მომხმარებელს, ამ თამაშის გამოყენება აეკრძალება. თამაშის მომხმარებლები ფიქსირებულ ფასად ყიდულობენ NFT ბოტასს, რის შემდეგაც თამაშის დავალებების შესაბამისად ყოველდღიურად გარკვეულ მანძილს გადიან, რის სანაცვლოდაც მათ სისტემა GST ტოკენს უხდის.

Stepn-ი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული საქართველოში მარტ-არპილის პერიოდში გახდა, 2021 წლის დეკემბერშია დაფუძნებული და მას მსოფლიოს გარშემო 580,000 მომხმარებელი ჰყავს. კომპანიამ 2022 წლის პირველ კვარტალში 20 მილიონი დოლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

შემცირებულია GST-ის ღირებულებაც, სწორედ ამ ტოკენს იხდის ეს თამაში გავლილი კილომეტრების სანაცვლოდ. თუკი მაისის დასაწყისში მისი ღირებულება 6.5 დოლარი იყო, ამჟამად 1.4 დოლარს შეადგენს.

Google Trends-ის თანახმად, ამ თამაშისადმი ინტერესი მსოფლიოს გარშემო ყველაზე მაღალი საქართველოშია ანუ ინტერნეტ ძიებებს შორის ყველაზე მეტად Stepn-ს საქართველოში ეძებდნენ. კერძოდ, საქართველოში მის მიმართ ინტერესი 100-ზეა, ჩინეთში მისდამი ინტერესი 23 ქულით ფასდება, ყაზახეთში 19 ქულით, ჰონგ-კონგში კი 18 ქულით.

Stepn-ი ავსტრალიაში მცხოვრები ჩინელი ანტერპრენერების - ჯერი ჰუანგის და იან რონგის დაფუძნებულია. კომპანიაში 60-მდე ადამიანია დასაქმებული.