მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაპრეზიდენტების შემდეგ დონალდ ტრამპი $2.7-მილიარდით გამდიდრდა

ტრამპი კრიპტო

საერთაშორისო ეკონომიკური გამოცემა Forbes-ის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქონებამ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ $7 მილიარდს მიაღწია. როგორც ირკვევა, ამერიკელი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის კაპიტალი ამ პერიოდში $2.7 მილიარდით გაიზარდა.

ჟურნალის ინფორმაციით, ტრამპმა ფინანსურ წარმატებას კრიპტოვალუტის პროექტებითა და საერთაშორისო გარიგებებით მიაღწია. გამოცემის შეფასებით, „ამერიკის ისტორიაში პოლიტიკით ამდენი თანხა არავის გამოუმუშავებია“.

აღსანიშნი ფაქტია, რომ თავად დონალდ ტრამპმა CNBC-სთან ინტერვიუში საკუთარი ქონების ზრდასა და საპრეზიდენტო საქმიანობას შორის არსებული კავშირი კატეგორიულად უარყო. თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, მას პირად ბიზნესთან შეხება აღარ აქვს და კომპანიებს სრულად მისი შვილები მართავენ.

შეგახსენებთ, The Washington Post-ი ივლისში აშშ-ის პრეზიდენტისთვის უპრეცედენტო მასშტაბის ფინანსურ ზრდაზე წერდა. გამოცემის ინფორმაციით, სხვა არცერთი სახელმწიფოს მეთაურის კაპიტალი მსგავსი ტემპით ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში მანამდე არასდროს გაზრდილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები