მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჭკვიანი აეროპონიკა“ - სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ინოვაციური სასათბურე მეურნეობა

611eae93efaf0
თათია ჩაფიჩაძე
20.08.21 09:53
2919
სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი კომპანია “ჯი ეს ეი ტექნოლოგიები” თანამედროვე სასათბურე მეურნეობის განვითარების მესამე ეტაპზე გადავიდა.

კომპანია „ჯი ეს ეი ტექნოლოგიები“ 7 თვეა, რაც სოფლის მეურნეობის დარგში ინოვაციურ ტექნოლოგიას „ჭკვიან აეროპონიკას“ მართვას. სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი კომპანია მიზნად ისახავს, საქართველოში პირველად დანერგოს სოფლის მეურნეობის 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი თანამედროვე სასათბურე მეურნეობა, რომლის ეფექტურობის წყარო აეროპონიკის სისტემაში ინტეგრირებული მცენარეთა ვეგეტაციის პროცესის მართვის ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფაა (software). პროექტის ინოვაციურობა, რომელიც ტექნოლოგიის დატესტვის პერიოდში გამოიკვეთა, ისაა, რომ მსგავს ტექნოლოგიებში “ჭკვიანი აეროპონიკა” პირველია, რომელსაც ერთწლოვან კულტურებთან ერთად მრავალწლოვანი კულტურებიც მოჰყავს.



კომპანიის თანამდეფუძნებელი ონისე ზივძივაძე BM.GE-თან „ჭკვიანი აეროპონიკის“ მოქმედების გამართულობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ტექნოლოგიების გამოცდის 7-თვიანი სატესტო რეჟიმი 100%-იანი წარმატებით მიმდინარეობს. მისი თქმით, პროცესში კვალიფიციური აგრონომების ჩართვა დაიწყო, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქტების ტექნოლოგიურ წარმოებას განვითარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

„ზამთარში სხვადასხვა ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების დარგვა დავიწყეთ, რაც დეფიციტური და არადეფიტირია ყველაფერი კულტურა დავრგეთ - სატაცური, მარწყვი, სალათი, რეჰანი, ვარდი, ჟოლო... ყველა მათგანი დავამწიფეთ, თუმცა პირველ ეტაპზე ეს აგრონომების გარეშე შევძელით. ძირითადად ტექნიკურ საკითხებზე ვმუშაობდით. ტექნიკურად ტექნოლოგიას ხარვეზი არ უფიქსირდება, 7 თვეა სატესტო რეჟიმშია და კარგად მუშაობს. ახლა აგრონიმიული ნაწილი დაგვრჩა დასახვეწი, რომ საბოლოო პარამეტრები ვიცოდეთ სად, რომელი კულტურა, რა დროში რამდენი კილოგრამი შეგვიძლია მივიღოთ. გვინდა, რომ 100%-ით ეფექტურობა ვაჩვენოთ და აგრონომებთან ერთად საბოლოო პაკეტები შევქმნათ. აგრონომმა მაღალკვალიფიციურად იცის რა, როგორ უნდა დახვეწოს იმისთვის, რომ სუფთა პროდუქტი მივიღოთ. ვფიქრობ, დაახლოებით თვენახევარში ამ პროცესს დავასრულებთ“, - ამბობს “ჯი ეს ეი ტექნოლოგიების“ თანადამფუძნებელი.



მისი საუბრიდან ირკვევა, რომ სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიური მიდგომებისადმი ინტერესი დიდია, შესაბამისად კომპანია განვითარებისთვის საჭირო ფინანსების მოსაზიდად ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსში აპირებს მონაწილეობას.

„მოთხოვნა ძალიან დიდია, ყველა კატეგორია მოდის ვისაც ინვესტიციის განხორციელება სტაბილურ ბინზესში უნდა. ჩვენ შეგვიძლია ამ დანადგარით წლის ნებისმიერ დროს ნებისმიერი სახეობის დეფიციტური თუ არადეფიტური პროდუქტი ვაწარმოოთ. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კონკურსში მოგებული 100 000-ლარიანი გრანტი უკვე ამოვწურეთ და ახლა განაცხადი მომდევნო ეტაპზე - 650 ათას ლარიან პროექტზე შევიტანეთ. რა თქმა უნდა განვითარება ჩვენითაც შეგვიძლია, წინასწარი შეკვეთებით, თუმცა გრანტი მოკლე დროში დიდი საწარმოს მოწყობაში დაგვეხმარება, რაც დიდი მოცულობის შეკვეთების სწრაფად დაკმაყოფილების საშუალებას მოგვცემს“, - აცხადებს ზივზივაძე.

“ჯი ეს ეი ტექნოლოგიები” პროექტის ადგილობრივ ბაზარზე განვითარების შემდეგ, პროდუქციის საქართველოს საზღვრებს გარეთ ევროკავშირის, აშშ-ის და ჩინეთის ბაზრების ათვისებას გატანას გეგმავს.