მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩქაროსნული მაგისტრალის 11.5 კმ-ის მონაკვეთის ასაშენებლად, 72 მლნ-ის ტენდერი გამოცხადდა

6110d0429660f
BM.GE
09.08.21 10:46
4852
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის 11.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის 72 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით, “პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა ან არაუმეტეს 3 (სამი) შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა.”

დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტი 10 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. 

ტენდერში წინადადებების მიღება 2 სექტემბერს იწყება და 9 სექტემბერს სრულდება.