მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

16-17 სექტემბერს არაგვის ხიდებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

არაგვის ხიდი

16 და 17 სექტემბერს მდინარე არაგვზე არსებულ ხიდებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით, მონაცვლეობით შეიზღუდება.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა ორივე დღეს 05:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს. მიზეზი ხიდების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევაა.

კერძოდ, 16 სექტემბერს შეზღუდვა თბილისი–სენაკის მიმართულებით იმოქმედებს. ამ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა მე-19 კმ-დან ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაურის საავტომობილო გზაზე გადაერთვება. ასევე ჩაიკეტება ზაჰესის, წიწამურისა და წიწამურის ხევის სატრანსპორტო კვანძებზე არსებული შესაბამისი პანდუსები.

17 სექტემბერს კი მოძრაობა სენაკი–თბილისის მიმართულებით შეიზღუდება. ავტოტრანსპორტი ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურისა და ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაურის საავტომობილო გზებით გადაერთვება და ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გავლით თბილისი–სენაკი–ლესელიძისა და თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზებს დაუკავშირდება.

დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოები ხიდების სტატიკურ და დინამიკურ გამოკვლევას მოიცავს და ორ ეტაპად ჩატარდება. მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ადგილზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებები გატარდება.

ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი ხიდის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები