„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ვაფასებთ ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებას ევროპისკენ, ნატოსკენ, ამერიკის შეერთებული შტატებისკენ და ევროატლანტიკურ პარტნიორობას. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს მხარდაჭერა“, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სენატორებს ჯინ შაჰინსა და ჯეიმს რიშს შეხვდა.
„გულწრფელი საუბარი მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. კიდევ ერთხელ დავუდასტურე მათ საქართველოს მხარდაჭერა აშშ-ს მიმართ და მათი მხრიდანაც იყო დადასტურებული სტრატეგიული პარტნიორობა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისი განცხადებით, საქართველო რეგიონში განიხილება მაღალი სტანდარტების დემოკრატიად და სწორედ ამ მაღალი მოთხოვნებისა და მოლოდინებიდან გამომდინარე მომდინარეობს პარტნიორების წერილების სულისკვეთებაც.
„ბუნებრივია, მე მქონდა კარგი საშუალება იმისათვის, რომ მიმეწოდებინა დეტალური ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რომელზეც საუბარი იყო მათ წერილში. ვაცნობე იმ მოლაპარაკების პროცესის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ასევე იმ რეკომენდაციების შესახებ, რაც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებისგან მოდის. მე დავუდასტურე სენატორებს, რომ საქართველო ერთგულია იმ საერთაშორისო ვალდებულებების, რომელიც არის მთავარი შემადგენელი კომპონენტი ჩვენი ევროპული კურსისა და რომლის შემადგენელიც არის დემოკრატიული არჩევნები. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით, ეს იყო კარგი შესაძლებლობა გვესაუბრა ყველა საკითხზე, მათ შორის უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკურ წარმატებებზე. მათ ცხადად დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება რათა ქვეყანა კიდევ ურო გაძლიერდეს და წინ წავიდეს, მათ შორის მძლარი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი