მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში საქართველოს საელჩომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

დავით ზალკალიანი
BM. GE
07.10.23 10:15
28

საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანის ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს საელჩომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.

მისი თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც რაგბის მოწინავე ქვეყნის წარმოჩენას და სპორტის სახეობის პოპულარიზაციას ვაშინგტონსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

"ღონისძიებას ესწრებოდნენ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების ელჩები, დიპლომატები და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის წარმომადგენლები. საელჩოში მოეწყო პორტუგალიის, უელსის, საქართველოსა და ადგილობრივი გუნდის ოლდ გლორის სტენდები, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა ნაწარმი პროდუქტები. ასევე, გათამაშდა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მაისურები.

აღსანიშნავია, რომ რაგბი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სპორტის სახეობაა და დიდი პოპულარობით სარგებლობს ვაშინგტონის რეგიონში, რადგან სწორედ აქ აშშ-ის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო რაგბის გუნდი ოლდ გლორი ასპარეზობს. ცნობისთვის აშშ 2031 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა და  ამ ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაიწყო.

დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს რაგბის კავშირს ღონისძიების მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობა ქართული ღვინის კომპანიებს Georgian Wine House-ს და Penderyn-ს.წარმატებები ჩვენს ბორჯღალოსნებს ხვალინდელ მატჩში", - წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები