მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს იყო მისი არჩევანი" - ირაკლი კობახიძე დავით ზალკალიანის გადადგომას ადასტურებს

ზალკალიანი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომა დაადასტურა. მისი თქმით, გადადგომა თავად ზალკალიანის არჩევანი იყო.

„დავით ზალკალიანმა დატოვა თანამდებობა, მე მასთან მქონდა საუბარი, არ ვიცი, ყველას სხვადასხვაგვარი ნებისყოფა აქვს. ამ შემთხვევაში მე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც იყო ძალიან მძიმე ზეწოლა სხვადასხვა მხრიდან, აქ არ იგულისხმება ნაცების ზეწოლა. ეს იყო სერიოზული ზეწოლა. სამწუხაროა, რომ მან ეს თანამდებობა დატოვა. ეს იყო მისი არჩევანი და მე ამ არჩევანს პატივს ვცემ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. გუშინვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები