მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ თვითონ როგორმე გადავწყვეტთ“ - ტიკარაძე ნიკოლოზ გამყრელიძის კრიტიკას პასუხობს

603d2bac8d35c
თამთა ჯიჯავაძე
01.03.21 21:56
4695
ეკატერინე ტიკარაძე ნიკოლოზ გამყრელიძის კრიტიკას პასუხობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ის არ იღებს ნიკოლოზ გამყრელიძის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინის მოსაპოვებლად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ისრაელის მსგავსად უნდა იმოქმედონ.

„ამ კრიტიკას არ ვიღებ, ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერი, ჰყავს არაერთი მინისტრი, ჩვენ ვმუშაობთ საბჭოს ფორმატში და ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს. იმ საკითხსაც - მინისტრი ქვეყანაში უნდა იყოს, თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში კარავში ელოდებოდეს მისცემენ თუ არა ვაქცინას, ჩვენ თვითონ როგორმე გადავწყვეტთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გამყრელიძემ Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაქცინის მოსაპოვებლად მუშაობა მხოლოდ ელჩების დონეზე არ არის საკმარისი.

„ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე - დიდ ბრიტანეთში და ა.შ. იქ უბრალოდ მიდის ბრძოლა არსებობისთვის. ამ რანგმა უნდა იმუშაოს ადგილზე და არა მარტო საელჩოებმა, რადგან არ მგონია, რომ მხოლოდ მსგავსი გზით გადაწყდეს ეს საკითხი", - განაცხადა გამყრელიძემ.