მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი ინტერესია, ახალი აეროპორტი ერთ-ერთი საუკეთესო იყოს, რომლის მშენებლობას 2-3 წელი დასჭირდება - პრემიერი

642aaf2a47631
მარიამ ვარადაშვილი
03.04.23 14:52
1263
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წელს დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება იგეგმება, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ახალი აეროპორტია. 

"მთლიანობაში, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს წელს. ჩვენ ასევე ვგეგმავთ სერიოზული მსხვილი პროექტების დაწყებას, როგორიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება, წელსვე გვინდა, რომ დავიწყოთ მშენებლობა... შემოდგომაზე. ასევე აეროპორტის მიმართულებით გვაქვს ჩვენ სერიოზული გეგმა, რომ წლის ბოლომდე მოვახდინოთ ახალი პროექტის შეჯერება, დამუშავება. ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ახალი აეროპორტი ერთ-ერთი საუკეთესო იყოს რეგიონში, რომელსაც 2-3 წელი დასჭირდება, რომ აშენდეს. ესეც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. აეროპორტი, პორტი, რა თქმა უნდა, გრძელდება ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა და ჰესები, მსხვილი ჰესების მშენებლობა. ეს პირდაპირ იქნება ბონუსი და დამატებითი, ასე ვთქვათ, დაბუსტავს ეკონომიკურ ზრდას, ისედაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ეს არის ჩვენი მოლოდინები უახლოესი ერთი წლის და მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აეროპორტთან დაკავშირებით ღარიბაშვილს დეტალებზე არ უსაუბრია. ინფორმაციის მიღებას BMG მთავრობის ადმინისტრაციისგან ცდილობს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები