მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი სირცხვილია, თუკი ლიმიტირებულად მოცემულ ვაქცინების დოზებს ვერ ავითვისებთ“ - გამყრელიძე

605c526448319
ინგა მურუსიძე
25.03.21 13:18
460
„ჩვენი სირცხვილია, თუკი ლიმიტირებულად მოცემულ ვაქცინების დოზებს ვერ ავითვისებთ“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს.

მან დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და არავინ არავის არაფერს აძალებს, თუმცა იმ ადამიანების დასარწმუნებლად, ვისაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით მერყევი პოზიცია აქვს, მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანია და ამ პროცესში მათ შორის დიდია მედიის როლიც. 

„ჩვენი, ყველას სირცხვილია, რომ ლიმიტირებული დოზები ვერ ავითვისოთ. ლიმიტირებული დოზები „კოვაქსმა“ ერთ-ერთი პირველი ჩვენ მოგვცა და ჩვენ მას ჩვენი ინერტულობით ვერ ვითვისებთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 15 მარტიდან „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მიმდინარეობს, დღეს კი უკვე ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვიდა. ამ დროის მონაცემებით, აცრილია 4152 მედიცინის მუშაკი და მათი რეგისტრაცია გრძელდება. ხოლო 65 წელს ზემოთ მოქალაქეთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და დილის მონაცემებით, მსურველი უკვე 371 მოქალაქეა.