მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო კეთილდღეობის ინდექსში საქართველო 167 ქვეყანას შორის 53-ე ადგილზეა

6194b0fea493a
შოთა ტყეშელაშვილი
17.11.21 11:37
1219
საქართველო 2021 წლის “კეთილდღეობის ინდექსში“ 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილზე გავიდა და რეიტინგი წინა წელთან შედარებით ორი ადგილით გაიუმჯობესა. შეფასების 100 ბალიანი სისტემით წელს 62.3 ქულა მიიღო. გლობალური კეთილდღეობის ანგარიშს ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი Legatum Institute 2007 წლიდან აწარმოებს.

ორგანიზაცია Legatum Institute გლობალურ კეთილდღეობას 12 აგრეგატის მიხედვით აფასებს, მათგან საქართველოს ყველაზე მოწინავე - 44-ე ადგილი საინვესტიციო გარემოს კრიტერიუმში აქვს, ყველაზე დაბალი შეფასება კი ქვეყანას ეკოლოგიის მიმართულებით აქვს და ქვეყნებს შორის 124-ე ადგილს იკავებს.

უფრო დეტალურად, საქართველოს შედეგები ასე ნაწილდება:

● დაცულობა და უსაფრთხოება - 81-ე ადგილი;
● პერსონალური თავისუფლება - 60-ე ადგილი;
● მმართველობა - 50-ე ადგილი;
● სოციალური კაპიტალი - 59-ე ადგილი;
● საინვესტიციო გარემო - 44-ე ადგილი;
● სამეწარმეო გარემო - 56-ე ადგილი;
● ბაზარზე წვდომა და ინფრასტრუქტურა - 59-ე ადგილი;
● ეკონომიკის ხარისხი - 81-ე ადგილი;
● საცხოვრებელი პირობები - 84-ე ადგილი;
● ჯანმრთელობა - 93-ე ადგილი;
● განათლება - 55-ე ადგილი;
● ბუნებრივი გარემო (ეკოლოგია) - 124-ე ადგილი.

2021 წელს საქართველო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

წელს კეთილდღეობის ინდექსში პირველი ხუთეული ასე ნაწილდება:

1) დანია;
2) ნორვეგია;
3) შვედეთი;
4) ფინეთი;
5) შვეიცარია.