საქართველოს მთავრობამ დღეს ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით 2021 წლის ბოლომდე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის 60% უნდა აიცრას.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაქცინაციის გეგმა ამბიციური, თუმცა შესრულებადია.
„ეს არის იმისთვის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტის და ასევე ვაქცინაციის მოცვით ჯამურად მოსახლეობის უმრავლესობა იყოს დაცული კოვიდის საწინააღმდეგო იმუნური პასუხით და ამან მოგვცეს შესაძლებლობა, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს უსაფრთხო და აღარ იყო ვირუსის გავრცელების რისკები. ეს ამოცანა ამბიციურია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამის მიღწევა რეალისტური და შესაძლებელი იქნება.
ძირითადი დაშვებები, რასაც გეგმა ემყარება არის ის, რომ სიტუაცია ვაქცინებთან მიმართებაში მუდმივად იცვლება. თუ ჩვენ ავტორზებულ ვაქცინებზე ვსაუბრობთ Pfizer-ის, Moderna-ს და Astrazeneca-სთან მიმართებაში, შემუშავების პროცესშია ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, რომელიც საკმაოდ პერსპექტიულია და დიდი შანსი აქვთ, რომ მიიღებენ ავტორიზაციას და ჩვენს ბუნებრივია ავსახავთ გეგმაში ვაქცინებს, რომელიც იქნება ეფექტური და ხარისხიანი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის გეგმის მიხედვით ის ჯგუფები დაასახელა, რომელიც პირველ რიგში მიიღებენ ვაქცინას.
„იმუნიზაციის გაშლა ეტაპობრივად იგეგმება და პირველ ეტაპზე მოხდება მეტად მაღალი რისკის ჯგუფების მოცვა, რომელსაც შემდეგ სხვა ჯგუფები დაემატებიან.
პირველი ყველაზე მაღალი რისკის სამიზნე ჯგუფი ჯანდაცვის სექტორის მუშაკები არიან, სამიზნე მოსახლება ამ ჯგუფის 71 000-ია, მოცვის მაჩვენებელი 65%-ია, რაც უფრო მაღალია ვიდრე სხვა ჯგუფების მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე პირველივე ეტაპზე ჩვენი მიზანი 46 000 ჯანდაცვის მუშაკი აცრა იქნება და ეს მოხდება პირველივე კვარტალში, როდესაც ჩვენ მივიღებთ ვაქცინებს.
ამას მოყვება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი - ეს იქნება ხანდაზმულთა სახლების, პანსიონატები, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები, აქ მოსახლეობის რაოდენობა 2 600-ია სულ და 60%-იანი მოცვაზეა განსაზღვრული.
ამას მოჰყვება ასაკობრივი ჯგუფები 75 წელს ზემოთ, 65-დან 74 წლამდე პირები - ეს ყველა პირველი ჯგუფის ბენეფიციარია და ასევე ძირითადი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებები - პილიცია, ჯარი და სხვა სტრატეგიული დანიშნულების სერვისები. მიმწოდებლების რაოდენობა 180 000-ია, სამიზნე მოცვა კი 108 000. შემდეგ მოდის ნაკლები რისკის ჯგუფები 55-დან 64 წლის ფარგლებში.
რაც შეეხება უფრო ახალგაზრდა პირებს, გამოყოფილია ქრონიკული დაავადებების ჩამონათვალი, რომელზეც ექსპერტების ჯგუფი დიდი ხანია მუშაობდა ამ ჩამონათვალზე.
ჯამურად პირველი მაღალი პრიორიტეტული ჯგუფი 830 000 ადამიანი გამოდის და ამის შემდეგ მოდის მოსახლეობის სხვა ჯგუფები, რომელთა რაოდენობა დაახლოებით იგივეა და 860 000-ია, ანუ ჯამურად 1.7 მლნ ადამიანის მოცვა უნდა მოხდეს წლის ბოლომდე, რომ ჩვენ მივაღწიოთ შესაფერის იმუნურ დაფარვას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?