მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola გლობალურად 2,200 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

5fdc9a34ba051
ნათია თაქთაქიშვილი
18.12.20 19:22
763

მსოფლიოში ცნობილი გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანია Coca-Cola გლობალური მასშტაბით 2 200 სამუშაო ადგილს შეამცირებს. აქედან 1,200 აშშ-ზე მოდის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კომპან​იაში აღნიშნავენ, რომ სამუშაო ადგილების შემცირების მიზეზი პანდემია არ ყოფილა, თუმცა აცხადებენ, რომ ჯანდაცვის გლობალურმა კრიზისმა ბიზნესის რესტრუქტურიზაცია დააჩქარა.

„პანდემია არ ყოფილა ამ ცვლილებების გამომწვევის მიზეზი, თუმცა გახდა კატალიზატორი კომპანიის ზრდის ტემპების დასაჩქარებლად“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გასული წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, კომპანია Coca-Cola-ში დასაქმებული იყო 86,200 თანამშრომელი, საიდანაც 10,400 აშშ-ში მუშაობდა.

როგორც გამოცემა წერს, 500-მდე სამუშაო ადგილის შემცირება იგეგმება ატლანტაში, სადაც კომპანიის სათავო ოფისია განთავსებული.