მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi იწყება

6453636bf2ae9
BM.GE
04.05.23 11:52
1180
2023 წლის 4 მაისიდან - 8 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში ჩატარდება საერთაშორისო პროექტის Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi მე-17 სეზონი, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო დიზაინერები წარადგენენ 2023-2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს. პროექტის საქმიანობა და მიზანია ხელი შეუწყოს ქართული მოდის განვითარებას და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. პროექტის ფარგლებში ხდება მოდის მიმდევართა, კრიტიკოსთა და საერთაშორისო მედია წარმომადგენლების დაინტერესება ქვეყანაში და ქალაქში მიმდინარე კულტურული და მათ შორის მოდის აქტივობების მიმართულებით.

5 დღის მანძილზე, მოდის კვირეულის ფარგლებში, გარდა ჩვენებებისა, დაგეგმილია მასტერკლასები, პრეზენტაციები და პერფორმანსები, რომელიც საერთაშორისო მოდის ბაზარზე საქართველოს ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის.

Covid-19 პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ ახალი თაობის დიზაინერებსა და არტისტებს, პირველად ეძლევათ შესაძლებლობა წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები.

BENEXT - პრესტიჟული, საერთაშორისო ხელოვნებისა და დიზაინის კონკურსი, რომელიც ტარდება 2010 წლიდან და მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, იზრუნოს მათი ცნობადობის გაზრდაზე, მისცეს დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობა. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები მოდისა და ხელოვნების გამოჩენილი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე. BENEXT არის დამაკავშირებელი ხიდი, დიზაინერებსა და მოდის ინდუსტრიას შორის. გამარჯვებული მიიღებს მხარდაჭერას და რეკომენდაციას მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლებისგან, რაც გაზრდის მათი ბრენდის ცნობადობას მოდის ინდუსტრიაში. წინასწარ შერჩეული 18 დიზაინერიდან საუკეთესოებს, 8 მაისს საერთაშორისო ჟიური დაასახელებს.

The Georgian Fashion Foundation-ის მისიაა, მხარი დაუჭიროს მოდის დიზაინერებს, მიაღწიონ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე. ფონდმა, 15 წლის განმავლობაში, წარმატებით განახორციელა 150-ზე მეტი პროექტი. მან დააწესა სპეციალური პრიზი, რომლის საშუალებითაც, ცნობილი დიზაინერები და ბრენდები უზრუნველყოფენ ფინანსურ და ბიზნეს მხარდაჭერას ქართული მოდის, ხელოვნებისა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისაგან. დიზაინერებს ეძლევათ საშუალება, ითანამშრომლონ ინდუსტრიის წამყვან ბრენდებთან და წარმოადგინონ მათი ნამუშევრები საერთაშორისო პლატფორმაზე. ფონდის მიზანია, საქართველოში კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, საქართველოს კულტურული იდენტობისა და მემკვიდრეობის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეულს ორმოცდაათზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. მსოფლიო მოდის დედაქალაქებიდან ჩამოდიან მოდის კრიტიკოსები, ბაერები, ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორები: Elle, Vogue International, Vogue Italy, Vogue Japan, Vogue Greece, Vogue Poland , I-D Magazine, Dazed, Metal Magazine, Forbes USA, The New Ypir Times და სხვა.

25 წელზე მეტია, რაც Mercedes-Benz მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენებების პარტნიორად იქცა. ბერლინი, მილანი, ლონდონი, ნიუ-იორკი, მადრიდი, სტამბული და კიდევ სხვა მრავალ ქალაქში ტარდება ანალოგიური მოდის კვირეულები. მსოფლიოს 50 ქვეყანაში ის ხელს უწყობს ახალგაზრდა დიზაინერების აღმოჩენას და აცნობს მათ მსოფლიოს. მოდის კვირეულის მიზანია, დამყარდეს კავშირები დიზაინერებსა და მოდის სამყაროში ცნობილ და გავლენიან ფიგურებს შორის.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება.

მოდის კვირეულის პარტნიორები შემდეგი კომპანიები არიან: Coca-Cola, McDonalds, m², Solo, Mastercard, PSP, Borjomi, ICI Paris, სასტუმრო Rooms Tbilisi, GMT Group, Smugglers, Bene Exclusive, Noxtoon.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები