09.აგვისტო .2022 18:18

Coca-Cola-ს & Marshmello -ს კოლაბორაციით შექმნილი ახალი პროდუქტი უკვე საქართველოს ბაზარზეა

Coca-Cola-ს & Marshmello -ს კოლაბორაციით შექმნილი ახალი პროდუქტი უკვე საქართველოს ბაზარზეა
views 1488
უკან

“კოკა-კოლას” აქამდე შექმნილ პროდუქტებს, კიდევ ერთი ახალი და უცხო არომატი, ლიმიტირებული გამოშვებით ემატება, რომელიც გრემიზე ნომინირებულ არტისტთან, Marshmello- სთან კოლაბორაციით შეიქმნა.

Marshmello-ს ლიმიტირებული გამოშვების კოკა-კოლა, სასმელი ბრენდების ისტორიაში პირველია, რომელიც მუსიკოსთან კოლაბორაციით შეიქმნა. პროდუქტი ხელმისაწვდომი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში იქნება. შერჩეული ქვეყნების სიაში კი საქართველოც მოხვდა.

“2022 წელს, ეს ის გრანდიოზული სიახლეა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, კომპანია “კოკა-კოლამ” თავის მომხმარებელს შესთავაზა. ეს არის ახალი სერია და კამპანიაც ამ სახელწოდებითაა - Coca-Cola® Creations. ინსპირაცია, გრემის დაჯილდოებაზე ნომინირებულ, მსოფლიოში ცნობილი არტისტისგან - Marshemllo-სგან მოვიდა. პროდუქტი ახალი თაობისთვის არის განკუთვნილი და კოკა-კოლა მუდმივად ცდილობს დიალოგი ჰქონდეს ახალ თაობასთან, შესაბამისად, ეს პროდუქტიც გამიზნულია თაობა Z - სთვის. პროდუქტი საქართველოში უკვე იყიდება, თუმცა ლიმიტირებული გამოშვებით და განკუთვნილია მხოლოდ რამდენიმე პრიორიტეტულ სავაჭრო ქსელებში“, - აღნიშნა “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” მარკეტინგის ხელმძღვანელმა გოგა რობაქიძემ.

ახალი სასმელი უშაქრო “კოკა-კოლას” უნიკალურ გემოსთან ერთად მარწყვისა და საზამთროს არომატებს მოიცავს, ამასთან მას თან Marshemllo-ს არომატიც სდევს.

Marshemllo-ს კოკა-კოლა მესამე ლიმიტირებული გამოშვების პროდუქტია Coca-Cola® Creations ხაზიდან. ეს არის ახალი პლატფორმა, რომელიც იღებს კოკა-კოლას გემოს და ქმნის სრულიად განსხვავებულ, ახლებურ არომატს.

Marshemllo-ს კოკა-კოლას პროდუქტის წარმოება უკვე დაიწყო “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ქარხანაში და მომხმარებლებისთვის ის დღეიდან უკვე ხელმისაწვდომია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა