მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Covid- ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა - 15 762 ახალი შემთხვევა

61ef98b5dfcf7
ინგა მურუსიძე
25.01.22 10:47
484
სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 15 762 და გამოჯანმრთელების 5 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 42 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

25 იანვრის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1 075 154 , ბოლო 24 საათში - 15 762
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 972 745, ბოლო 24 საათში - 5 160
მათ შორის გარდაცვლილი - 14 774, ბოლო 24 საათში - 42 
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 74 200, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 51 865, PCR ტესტით - 22 335
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური -  21,24%, ბოლო 14 დღის - 14,15%, ბოლო 7 დღის - 18,01% 
სულ აცრილია - 2 667 808, დღიურად აცრილია - 8 634 
კარანტინის რეჟიმში - 30 
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 595 
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 2 064

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები