მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთში ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს, რომელსაც ადამიანზე Covid-19-ის მსგავსი ეფექტი აქვს

ახალი

კოვიდპანდემიის გამომწვევი მიზეზების წამყვანი მკვლევრის, მეცნიერ ში ჟენგლის ხელმძღვანელობით ახალი კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მკვლევრებმა ახალ კორონავირუსს მიაკვლია, რომელიც SARS-CoV-2-ის მსგავსია 0 ვირუსის, რომელმაც Covid-19 გამოიწვია.

კორონავირუსის რამდენიმე ასეული ტიპი არსებობს, თუმცა მათგან მხოლოდ რამდენიმე, მათ შორის SARS, SARS-CoV-2 და MERS ტიპები ვრცელდება ადამიანებზე. ბოლო კვლევის ანგარიშში ჟენგლი ამტკიცებს, რომ მიაკვლია ახალ ტიპს, რომელიც ადამიანებზეც ვრცელდება და ისევე მოქმედებს, როგორც SARS-CoV-2.

სამედიცინო ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში, ჟენგლი და სხვა მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ღამურებში მიაკვლიეს ახალი ტიპის, HKU5 კორონავირუსს, რომელიც ACE2 რეცეპტორების მეშვეობით ავრცელებს ინფექციას. კვლევაში აღნიშნულია, რომ ახალი ვირუსი, რომელსაც HKU5-CoV-2 ადამიანებზე გავრცელების მაღალ რისკს შეიცავს როგორც პირდაპირი გზით, ასევე შუამავალი ორგანიზმის დახმარებით.

ში ჟენგლის ხელმძღვანელობით კვლევა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა, გუანჯოუს ლაბორატორიამ და გუანჯოუს სამეცნიერო აკადემიამ ჩაატარეს. უხანის ინსტიტუტი კი სწორედ ის დაწესებულებაა, რომელსაც, წარუმატებელი კვლევის შედეგად, Covid-19-ის ხელოვნურად შექმნაში სდებენ ბრალს, რადგან ცენტრი კოვიდპანდემიამდე წლების განმავლობაში იკვლევდა კორონავირუსებს. თავის მხრივ, ინსტიტუტი და ჟენგლის გუნდი ამტკიცებენ, რომ Covid-ის ვირუსი ბუნებრივად წარმოიშვა, მაგრამ წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები