მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19 ახალი სასურსათო რისკების წინაშე აყენებს მოწყვლად ქვეყნებს – EU, FAO, OCHA , UNICEF, USAID, WFP

5e9f2bc503bdd
BM.GE
21.04.20 23:20
1152
გაეროს, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების საერთაშორისო ალიანსმა, რომელიც უკიდურესი შიმშილის ძირეული მიზეზების აღმოფხვრაზე მუშაობს, ახალი წლიური გამოცემა "გლობალური ანგარიში სასურსათო კრიზისის შესახებ“ გამოსცა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წლის ბოლოს, 135 მილიონი ადამიანი 55 ქვეყნისა და ტერიტორიის მასშტაბით, სურსათის მწვავე უკმარისობის საფრთხის წინაშე იდგა. დამატებით, 2019 წელს, სასურსათო კრიზისის მქონე 55 ქვეყანაში, რომლებიც მიმოხილულია ანგარიშში, 75 მილიონ ბავშვს განვითარების ჩამორჩენა ჰქონდა არასრულფასოვანი კვების გამო, ხოლო 17 მილიონს - წონის დეფიციტი.

2017 წელს ანგარიშის პირველი გამოცემის შემდეგ, ეს გახლავთ მწვავე სასურსათო საფრთხისა და არასრულფასოვანი კვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც "გლობალურმა ქსელმა’’ დააფიქსირა.

გარდა ამისა, 2019 წელს, 183 მილიონი ადამიანი კლასიფიცირდა, როგორც "სტრესულ მდგომარეობაში მყოფი" (IPC/CH, ფაზა 2) - მწვავე შიმშილის ზღვარზე და კრიზისის დადგომის რისკის წინაშე ან უარეს მდგომარეობაში (IPC/CH ფაზა 3 ან ზემოთ), თუ ისინი აღმოჩნდებიან ძლიერი შოკის ან სტრეს ფაქტორის წინაშე, მაგ. როგორიცაა COVID-19-ის პანდემია.

ანგარიში შეეხო 135 მილიონ ადამიანს, რომელთაგან ნახევარი (73 მილიონი) ცხოვრობს აფრიკაში; 43 მილიონი შუა აღმოსავლეთსა და აზიაში; 18.5 მილიონი ლათინურ ამერიკასა და კარიბის კუნძულებზე.

ანგარიშში შესწავლილი ტენდენციების ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორებია: კონფლიქტი (მთავარი ფაქტორი, რამაც 77 მილიონი ადამიანი მწვავე სასურსათო კრიზისის წინაშე დააყენა), ექსტრემალური კლიმატური მდგომარეობა (34 მილიონი ადამიანი) და ეკონომიკური არასტაბილურობა (24 მილიონი).

ანგარიში, ძირითადი მიგნებებით, პარტნიორების განცხადებებითა და მულტიმედია პროდუქტებით, რომლებიც მის შინაარს ხსნის, უკვე ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

,,გლობალური ქსელის’’ ვებ-გვერდი: http://www.fightfoodcrises.net/food-crises-and-covid-19/en/

‘’სურსათის უსაფრთხოების საინფორმაციო ქსელის’’ (FSIN) პლატფორმა: www.fsinplatform.org

გლობალური ქსელის შესახებ

სასურსათო კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ქსელი ცდილობს იპოვოს გზა, რათა უფრო ეფექტურად დააკავშიროს ერთმანეთს არსებული ინიციტივები, პარტნიორობები, პროგრამები და პოლიტიკური პროცესები და უფრო მდგრადი მიდგომა იპოვოს სასურსათო კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოსაფხვრელად.

,,გლობალური ანგარიში სასურსათო კრიზისის შესახებ’’ გლობალური ქსელის მთავარი პუბლიკაციაა და მის შექმნაში მონაწილეობა მიიღო სურსათის უსაფრთხოების საინფორმაციო ქსელმა (FSIN). ეს ანგარიში გახლავთ კონსესუსზე დაფუძნებული მუშაობის და მულტიპარტნიორული ანალიტიკური პროცესის შედეგი. პროცესში 16 საერთაშორისო ჰუმანიტარული და განვითარების პარტნიორი ორგანიზაცია მონაწილეობდა, კერძოდ ეს ორგანიზაციებია: CILSS (the Comité Permanent Inter-Etats de Lutte contre la Sécheresse dans le Sahel), ევროკავშირი (EU), შიმშილის ადრეული გაფრთხილების სისტემების ქსელი (FEWS NET), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გლობალური სურსათის უსაფრთხოების კლასტერი, გლობალური კვების კლასტერი, სურსათის უსაფრთხოების ინტეგრირებული ფაზის კლასიფიკაცია (IPC), გლობალური მხარდაჭერის ერთეული, განვითარების მთავრობათაშორისი უწყება (IGAD), სურსათის პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი (IFPRI), SICA (Sistema de la Integración Centroamericana ), სამხრეთ აფრიკის განვითარების საზოგადოება (SADC), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გაეროს მსოფლიოს სასურსათო პროგრამა (WFP), გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისი (OCHA) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიათი (UNHCR).