მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

covid-19-მა "იმერის“ და "აჭარა ტექსტილის" უცხოელ დამკვეთებთან პარტნიორობას რისკები შეუქმნა

5fb9015b3565c
ლიკა გურაბანიძე
22.11.20 15:39
1052
სამკერვალო საწარმოებიც იმ დარგების და კომპანიების ჩამონათვალშია, რომელთაც კორონავირუსმა 2020 წლის ბიზნეს-გეგმები მნიშვნელოვნად დაუკორექტირა და არაერთი გამოწვევის თუ პრობლემის წინაშე დააყენა. „2020 წლისთვის გაწერილი გეგმებიდან მხოლოდ ნაწილის შესრულება შევძელით. 2021 წლის გეგმების შესადგენად კი, შექნილი ვითარების შეცვლას ველით“, - ამბობენ ინდუსტრიის წარმომადგენლები „საქმიან დილასთან“ და ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა ყოველდღიურად აზარალებს.

“აჭარა ტექსტილი” უკვე 12 წელია საქართველოს ბაზარზეა; ის დასავლეთ საქართველოში სამი საწარმოთია წარმოდგენილი - ფოთში, ქობულეთსა და ბათუმში და ჯამში, 3 000-მდე ადამიანს ასაქმებს. პანდემიამ მასაც სერიზოული დარტყმა მიაყენა, რადგან თანამშრომლების კოვიდით დაინფიცირების გამო, წლის განმავლობაში, საწარმოების ეტაპობრივი დახურვა-გახსნა უწევდათ.

კომპანიის ფინანსური დირექტორი აცხადებს, რომ პანდემიის დაწყებიდან ადმინისტრაციის მიერ გატარებული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების მიუხედავად, დაინფიცირების შემთხვევების თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. გია ლომინაძე ყურადღებას იმ ფინანსურ დანაკარგებზეც ამახვილებს, რაც მიმდინარე წელს კომპანიაში სწორედ საწარმოების ხშირი დახურვის ფონზე მიუღებელ შემოსავლებს წარმოადგენს.

ამასთან, მისი თქმით, პანდემიამ შესაძლოა, ექსპორტზე ორიენტირებულ ქართულ კომპანიას კონტრაქტორებთან და დამკვეთებთან პრობლემები შექუმნას. მათ შორის არიან ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა ADIDAS-ი და NIKE.
“2019 წელს ექსპორტიდან 110 მლნ ლარის შემოსავალი მივიღეთ და 2020 წელს ამ მაჩვენებლის გაორმაგება იგეგმებოდა; პანდემიამ ჩვენს საწარმოო პროცესსაც შეუშალა ხელი და ვფიქრობთ, მიმდინარე წელს დაგეგმილი შემოსავლები ნაწილობრივ, 25-30%-მდე დაკორექტირდება. თუ საწარმოო პროცესს საფრთხე შეექმნება და დამკვეთებს პროდუქციას დროულად ვერ მივაწოდებთ, ისინი იმ შეკვეთების შემცირებაზე იფიქრებენ, რაც 2021-2022 წლებისთვის მოგვცეს. ესაა ყველაზე მთავარი საფრთხე საწარმოსთვის“, - განაცხადა ლომინაძემ.

პანდემიამ გამოწვევის წინაშე დააყენა სამკერვალო საწარმო „იმერიც“. ის ქუთაისში მდებარეობს და, ჯამში, 500 თანამშრომელს ითვლის. კომპანიაში ამბობენ, რომ საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნის შემცირების ფონზე გაყიდვები დრამატულად შემცირდა, რამაც ახალ ბიზნეს გეგმაზე გადაწყობა და საოპერაციო ცვლილებებიც გამოიწვია. „იმერის“ კომერციული დირექტორი ზაზა გვენეტაძე BMG-ისთან საუბრისას ადასტურებს, რომ პანდემიის ფონზე კომპანიას მსხვილ დამკვეთებთან ურთიერთობა გაურთულდა.

„უკვე გავლილი გვქონდა ისეთი ცნობილი ბრენდის ტექნიკური აუდიტი, როგორიც Moncler-ია. ხელშეკრულება დადებული გვქონდა; კომპანიის დირექტორები ჩვენთან ტექნიკურ საკითხებზე შესათანხმებლად უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ პანდემია დაგვემთხვა, ამიტომ წარმოების მოცულობის, დაახლოებით, 30% გამოირიცხა და მასთან მუშაობა ვეღარ გავაგრძელეთ. ასევე, ვიგეგმებოდით Marks & Spencer-ის ბრენდთან სამუშაოდ, თუმცა ესეც გამოირციხა. მოკლედ, პანდემიის გამო, საბოლოოდ, ადგილობრივ სამედიცინო კომპანიებთან თანამშრომლობაზე გადავეწყვეთ“, - აღნიშნა გვენეტაძემ.