მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

covid-პაციენტების მიმღები სტაციონარების ახალი სია მზად დღეს საღამოს იქნება - მინისტრი

5f561c7fad71c
ვიქტორია მღებრიშვილი
07.09.20 15:45
859
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდ-პაციენტების მიმღები სტაციონარების ახალი სია დღეს საღამოს იქნება მზად. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ახალ სიაში, პირველ რიგში, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ჩაერთვება.

"სტაციონარების მობილიზებასთან დაკავშირებით, როგორც გაზაფხულზე, ახლაც გვაქვს მობილიზაციის გეგმა. პირველ რიგში, ამ ქსელში სრული დატვირთვით 170 საწოლზე გათვლილი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ჩართვება.

უკვე მუშაობს სამინისტროში ჯგუფი, რომელიც ამ კონკრეტულ გეგმაზე არის პასუხისმეგებლი და დღის ბოლოს გვექნება განახლებული სია იმ საავადმყოფოების, რომლებიც  კოვიდის მართვაში ჩაერთვებიან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.