მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვეჭვობთ, წამოწყებული კამპანია არის სექტორის რეპუტაციის შელახვისკენ მიზანმიმართული - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია რეგულირების სააგენტოს

64b97b7dbeae1
BM.GE
20.07.23 22:15
500
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სექტორის რეპუტაციის შემლახველი უწოდა. საუბარია ინფორმაციაზე, სადაც რეგულირების სააგენტო წერს, რომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოვლინდა.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ამ ინფორმაციას გადაუმოწმებელს უწოდებს. როგორც მათ განცხადებაში წერია ასოციაციის წევრებისათვის, მიუღებელია და ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას ემიჯნებიან.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

სამწუხაროდ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე „დეპაკინ ხრონი“-ზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტების გამოვლენის შესახებ, ინფორმაციის გავრცელება მოახდინა გადაუმოწმებელ მონაცემებზე დაყრდნობით. მეტიც, ფარმაცევტული ასოციაციის წევრებზე ბრალის დადება მოხდა არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებსა ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტზე მხოლოდ და მხოლოდ სავარაუდო ინფორმაციასა და დაშვებების საფუძველზე.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია აცხადებს, რომ მედიკამენტი “დეპაკინი ხრონო” რომელიც წარმოებულია კომპანია „სანოფი“-ს მიერ , მწარმოებლის მხრიდან შეფერხებული საწარმოო პროცესებიდან გამომდინარე, ბაზარზე იქნა იმპორტირებული მცირე რაოდენობით და მწარმოებელმა მხარემ ვერ მოახერხა საჭირო რაოდენობით მედიკამენტის მოწოდება დამკვეთებისთვის. ასევე შეფერხებულია აღნიშნული მედიკამენტის იმპორტი პარალელური რეჟიმით თურქეთიდანაც, ვინაიდან თურქული მხარე ვერ უზრუნველყოფს მედიკამენტის რეფერენტულ ფასში მოწოდებას.

სრული პუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მედიკამენტი “დეპაკინი ხრონო” საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებისთანავე იყო მიწიდებული როგორც კერძო, ასევე ქსელური სააფთიაქო დაწესებულებებში რეალიზაციისათვის, მაგრამ შეზღუდული და არასაკმარისი რაოდენობიდან გამომდინარე მოხდა აღნიშნული მედიკამენტის სწრაფი ამოყიდვა.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია გმობს მის წევრ კომპანიებზე მორიგ ჯერზე გავრცელებულ ბრალდებებს და ეჭვობს, რომ წამოწყებული კამპანია არის მიზანმიმართული სექტორის რეპუტაციის შელახვისკენ, რაც ყოვლად მიუღებელია და დასაგმობია დარგის თითოეული წევრისთვის.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ასოციაციის წევრებისათვის, მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას, მითუმეტეს პაციენტების ხარჯზე და მუდმივად ზრუნავენ, რომ მათ მიერ გაწეული მომსახურეობა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებლებს მიეწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი", - წერია ინფორმაციაში. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები