მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

covid-შემთხვევების დიდი ნაწილი მსუბუქია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს - გაბუნია

62d699a567686
ვიქტორია მღებრიშვილი
19.07.22 16:00
747
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გასული ერთი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების შემთხვევების მკვეთრ მატებას ადგილი არ ჰქონია.

ასე აფასებს თამარ გაბუნია 10-17 ივლისს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალ დადასტურებულ შემთხვევას.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის კომენტარს ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

თამარ გაბუნიას განმარტებით, სიმპტომები, რომლებიც ახასიათებს ომიკრონის მიმდინარეობას, არის სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე და დიარეა.

მისივე თქმით, ოჯახის ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ვირუსის მკურნალობა სახლის პირობებში, დამატებითი გამოკვლევებისა და ჰოსპიტალიზაციის გარეშე უნდა გაგრძელდეს.

"ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს გაციების და გრიპის შემთხვევაში. ასეთ დროს არ არის საჭირო დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.