Credit Suisse-ის აღმასრულებელი დირექტორი თომას გოტშტაინი თანამდებობას ტოვებს.ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გოტშტაინი შვეიცარიულ ბანკს პანდემიის დაწყებიდან ხელმძღვანელობდა და არაერთ სირთულესთან გამკლავება დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ გოტშტაინმა უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის CEO-ს თანამდებობა 2020 წელს დაიკავა, თუმცა ის Credit Suisse-ის გუნდში მაღალ თანამდებობებს წლების განმავლობაში იკავებდა.
ჯერჯერობით, ვერ ზუსტდება, როდის წავა თომას გოტშტაინი დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ თარიღი ბანკის კვარტალური შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად გახდება ცნობილი. ამასთან, Credit Suisse-მა ივნისში განაცხადა, რომ ზედიზედ მესამე კვარტალურ ზარალს აფიქსირებს.