მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე Credit Suisse-ის აქციები მკვეთრად ეცემა

641452247e39c
გიორგი თოლორდავა
17.03.23 16:36
720
შვეიცარიის ცენტრალური ბანკის მიერ დახმარების მიუხედავად, საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე Credit Suisse-ის აქციების ღირებულება მკვეთრად ეცემა ამ დროისთვის ვარდნის მაჩვენებელი 10%-ს აღწევს.

საქმე ისაა, რომ ბანკის უმსხვილესი ინვესტორი, საუდის არაბეთის ეროვნული ფონდი Credit Suisse-ის დახმარებას და რესტრუქტურიზაციის პროცესში მისთვის დამატებითი კაპიტალის გამოყოფას არ გეგმავს.

ფონდმა ოფიციალურად განაცხადა უარი კომპანიაში დამატებითი ფინანსური რესურსების ჩასხმაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ Credit Suisse-ის მიმართ ნდობას უმსხვილესი ინვესტორიც კი კარგავს, რომელიც აქციების 10%-ს ფლობს.

გარდა ამისა, აშშ-ის საფონდო ბირჟების მარეგულირებელი ორგანო ადასტურებს, რომ შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ გამოძიება და საქმის წარმოება გრძელდება.

ცნობისთვის, შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა Credit Suisse-ზე $54-მილიარდიანი სესხი გასცა, რაც ბანკის გაკოტრებისგან გადარჩენას და მის რესტრუქტურიზაციას უნდა მოხმარდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები