მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UBS-ის გენერალურ დირექტორად სერხიო ემროტი ბრუნდება

6423ee8810ac0
გიორგი თოლორდავა
29.03.23 14:23
871
Credit Suisse-თან შერწყმის ფონზე, უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის, UBS-ის აღმასრულებელ დირექტორად სერხიო ემროტი ბრუნდება, რომელიც ბანკს 2011-დან 2020 წლამდე ხელმძღვანელობდა.

CEO-ს თანამდებობაზე ემროტი რალფ ჰამერსს ჩაანაცვლებს, რომელიც UBS-ის დირექტორი 2020 წლიდან იყო.

კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, მასშტაბური და საკმაოდ კომპლექსური რესტრუქტურიზაციის ფონზე, დირექტორთა საბჭომ ემროტის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ის კომპანიების შერწყმების ექსპერტი და გამოცდილი ბანკირია, რომელსაც კარგად ესმის Credit Suisse-ისა და UBS-ის სპეციფიკა.

აწ უკვე ყოფილი დირექტორი, რალფ ჰამერსი ახალი CEO-ს მრჩევლის პოზიციაზე გადაინაცვლებს.


ვრცლად შვეიცარიის ისტორიაში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგების შესახებ წაიკითხეთ აქ: "Credit Suisse-ის აღსასრული და UBS-ის მომავალი"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები