მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიული UBS თანამშრომლების 30%-ის გათავისუფლებას გეგმავს

642a8a930351f
გიორგი თოლორდავა
03.04.23 12:21
721
Credit Suisse-თან შერწყმის შემდეგ, უმსხვილესი შვეიცარიული საბანკო-საფინანსო ორგანიზაცია - UBS თანამშრომლების 30%-ის გათავისუფლებას გეგმავს.

სამსახურის დატოვება დაახლოებით 36,000 თანამშრომელს მოუწევს, აქედან 11,000 შვეიცარიიდანაა, დარჩენილი კი - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

UBS-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას სამუშაო ძალის შემცირების მიზეზები არ განუმარტავს, თუმცა ის, სავარაუდოდ, კომპანიის რესტრუქტურიზაციასთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, Credit Suisse-ის შესყიდვის შემდეგ, გაკოტრებული ბანკის სამუშაო ძალაც სწორედ UBS-ს შეემატა, რამაც კომპანიაში სიჭარბე გამოიწვია.

გარდა აღნიშნული სიახლისა, იცვლება UBS-ის გენერალური დირექტორიც. CEO-ს თანამდებობას სერხიო ემროტი დაიკავებს, რომელიც შვეიცარიულ ბანკს 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა.

კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, მასშტაბური და საკმაოდ კომპლექსური რესტრუქტურიზაციის ფონზე, დირექტორთა საბჭომ ემროტის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ის კომპანიების შერწყმების ექსპერტი და გამოცდილი ბანკირია, რომელსაც კარგად ესმის Credit Suisse-ისა და UBS-ის სპეციფიკა.

ვრცლად შვეიცარიის ისტორიაში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგების შესახებ წაიკითხეთ აქ: "Credit Suisse-ის აღსასრული და UBS-ის მომავალი"


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები