მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UBS-Credit Suisse-ის შერწყმის საკითხზე შვეიცარიის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

642a8f6d1a46a
გიორგი თოლორდავა
03.04.23 13:48
637
შვეიცარიის ისტორიაში მომხდარი ყველაზე მასშტაბური გარიგების საკითხზე ქვეყნის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ოფიციალური უწყების განმარტებით, UBS-Credit Suisse-ის შერწყმა უპრეცედენტოდ სწრაფად მოხდა, რაც არალეგალურობის გარკვეულ რისკებს შეიცავს.

მოგეხსენებათ, რომ უმსხვილესი ბანკების შერწყმის გადაწყვეტილება გასული თვის შაბათ-კვირას, 48-საათიანი მსჯელობის შედეგად იქნა მიღებული და ის, თავისი არსით, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელიც შვეიცარიის საბანკო-საფინანსო სექტორის კრიზისისგან გადარჩენას ისახავდა მიზნად.

მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც მთავრობის, ასევე ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მაღალჩინოსნები. UBS-ის ხელმძღვანელობის განმარტებით, გაკოტრებული Credit Suisse-ის შესყიდვა ბანკის პირდაპირ ინტერესებში არ იყო, თუმცა ეს ერთადერთი გზა იყო კრიზისის თავიდან ასარიდებლად.

პროკურატურის განმარტებით, მსგავსი მასშტაბით გადაწყვეტილება სათანადო შესწავლას და გამოძიებას საჭიროებს, რათა თავიდან იქნეს არიდებული უკანონობის რისკები. აღსანიშნავია, რომ UBS-CS-ის შერწყმამ ექსპერტთა ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია, რადგან აღნიშნული გარიგება ქვეყანაში აბსოლუტური საბანკო მონოპოლიის გაჩენის რისკებს შეიცავს, რომლის აქტივების მოცულობა შვეიცარიის მშპ-ზე თითქმის ორჯერ მეტი იქნება.

ზუსტად რა მიმართულებით იწყებს პროკურატურა გამოძიებას, ოფიციალურ უწყებას არ განუმარტავს.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები