მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცუკერბერგის ქონება ერთ კვირაში $10 მილიარდით გაიზარდა | META-ს აქციების ფასმა 12%-ით მოიმატა

644fa93204469
გიორგი თოლორდავა
01.05.23 16:43
961
Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ კვარტალური შედეგები გაასაჯაროვა. როგორც ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში კომპანიის შემოსავლები 28 მილიარდ 650 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი, რაც თითქმის მილიარდი დოლარით მეტია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.

შემოსავლების გარდა, გაზრდილია ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობაც, რომელიც 2 მილიარდს აჭარბებს, ყოველთვიურად კი Meta-ს სოციალურ ქსელებს 3 მილიარდამდე ადამიანი იყენებს.

კომპანიის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველი კვარტალი კარგად დაიწყო, რასაც ფინანსური შედეგებიც ცხადყოფს. გარდა ამისა, Meta-მ თანამშრომლების რაოდენობა დაახლოებით 10,000-ით შეამცირა, რაც ხარჯების მინიმალიზებას შეუწყობს ხელს. 2023 წლის ბოლოსთვის წლიური ხარჯების 86 მილიარდ დოლარამდე შემცირებაა დაგეგმილი.

დამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგები, ბუნებრივია, პოზიტიურად აისახა კომპანიის საბაზრო შეფასებაზე. ერთკვირიან ჭრილში Meta-ს აქციების ღირებულება 12%-ითაა გაზრდილი, მისი კაპიტალიზაცია კი 617 მილიარდ დოლარს აღწევს.

რაც შეეხება ცუკერბერგს, მისი ქონების შეფასება ერთ კვირაში $10 მილიარდით გაიზარდა და ამჟამად 87 მილიარდ დოლარს შეადგენს.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.