მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

META-ს კაპიტალიზაციამ 23%-ით მოიმატა | Facebook-ის შემოსავლები იზრდება

63dcabb5c7ced
გიორგი თოლორდავა
03.02.23 10:39
935
საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მფლობელი ჰოლდინგური კომპანიის, Meta-ს აქციების ღირებულება მკვეთრად იზრდება. გასულ 24 საათში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 23%-ით, $495-მილიარდიან ნიშნულამდე გაიზარდა.

Meta-ს აღმასვლა ფინანსური შედეგების გასაჯაროებასთანაა დაკავშირებული, გასული წლის IV კვარტალში კომპანიის შემოსავლები 32.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც თითქმის $1 მილიარდით მეტია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.

დამაკმაყოფილებელი შედეგები ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა პარამეტრში: ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 2.96 მილიარდამდე გაიზარდა; ერთი საშუალო მომხმარებლიდან მიღებული შემოსავლის მოცულობამ კი 10.8 დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ $32-მილიარდიანი შემოსავალი 4%-ით ნაკლებია 2021 წლის IV კვარტლის შემოსავლებზე; კომპანიის კაპიტალური და საოპერაციო ხარჯები კი 22%-ითაა გაზრდილი და 25.8 მილიარდ დოლარს აღწევს. მიუხედავად ამ არასახარბიელო მაჩვენებლებისა, ინვესტორები კვარტალურ შედეგებს მაინც პოზიტიურად იღებენ, რადგან 2021 წელს გლობალური მაკროეკონომიკური ვითარება კარდინალურად განსხვავებული იყო, ვიდრე 2022 წელს.

„2023 წლისთვის ჩვენი მთავარი ამოცანაა ეფექტიანობის გაზრდა, Meta უნდა გახდეს უფრო მოქნილი, ძლიერი და მდგრადი ორგანიზაცია, რომელიც რესურსებს მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენებს“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი.

ხარჯების შემცირების სტრატეგიის ფარგლებში, Meta-მ სამსახურიდან 11,000 თანამშრომლის განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება Meta-ს ფლაგმანურ პროექტს - მეტავერსს, აღნიშნული მიმართულებით კომპანიამ გასულ წელს 13.7 მილიარდი დოლარი დახარჯა, მეტავერსიდან მიღებული შემოსავლები კი ისევ მიზერულია.

23%-იანი მატების შედეგად, Meta მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების ტოპ ათეულს დაუბრუნდა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები