მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხვრები, თხები, ციანიდები - კიდევ რას ყიდის საქართველო საუდის არაბეთში?

5f53803261b38
BM.GE
05.09.20 16:30
3294
საქართველოს არაბული ქვეყნების საბჭოსთან თავისუფალი ვაჭრობა სურს - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში საუდის არაბეთის ელჩთან აბდულა ალ-მუტაირმა შეხვედრაზე განაცხადა. „მიუხედავად ქვეყნებს შორის ბოლო წლებში მზარდი ვაჭრობისა, არსებული პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული და ორმხრივი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით არსებობს მეტი შესაძლებლობები“, - აცხადებენ სამინისტროში.

ვიდრე სურვილი კონკრეტულ შეთანხმებად იქცევა, bm.ge-მ საქართველო-საუდის არაბეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის სტრუქტურით დაინტერესდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან საუდის არაბეთში 5.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 817.3 %-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ TOP-10 საექსპორტო საქონლიდან, რომელიც წელს 7 თვეში საქართველდან გავიდა, უდიდესი ნაწილი ციანიდებზე და ცხვრებსა და თხებზე მოდის.

რას ვყიდით საუდის არაბეთში?

1. ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური - $2.1 მლნ, (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამ საქონლის ექსპორტი არ განხორციელებულა);
2. ცხვრები და თხები ცოცხალი - $2.1 მლნ, (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამ საქონლის ექსპორტი არ განხორციელებულა);
3. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - $243 ათას, (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამ საქონლის ექსპორტი არ განხორციელებულა) ;
4. მინერალური და მტკნარი წყლები - $219.3 ათასი, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან $208.5 ათასი.
5. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - $206.2 ათასი, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან $73.7 ათასი.
6. ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები - $98.4 ათასი, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან $82.8 ათასი;
7. შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - $95.4 ათასი, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან $7.3 ათასი;
8. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $57.3 ათასი, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან $37 ათასი;
9. დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები - $56.6 ათასი, (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამ საქონლის ექსპორტი არ განხორციელებულა);
10. თხილი და სხვა კაკალი - $54.4 ათასი, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან $27.6 ათასი;
სხვა დანარჩენი საექსპორტო საქონლის საერთო ღირებულება 171.5 ათასი აშშ დოლარი იყო.

რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საუდის არაბეთიდან საქართველოში 1.1 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალიგიურ პერიოდთან შედარებით 35.3%-ით ნაკლებია. TOP-3 საიმპორტო ჯგუფშია: 1. პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - $888 ათასი, ზრდა გასული წლის ანალოგურ პერიოდთან 20%-ია. 2. პოლიმერები პროპილენისა ან სხვა ოლეფინებისა, პირველადი ფორმებით - $141.3 ათასი, კლება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან - 71.4 %; 3. ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - $25.3 ათასი, აღნიშნული საქონლის იმპორტი გასული წლის შესაბამის პერიოდში არ განხორციელებულა; სხვა დანარჩენი საიმპორტო საქონლის საერთო ღირებულებამ 8.7 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის იმპორტის მოცულობა შემცირდა, გასული წლის იანვარ-ივლისთან შედარებით, ექსპორტის ხარჯზე, სავაჭრო ბრუნვა თითქმის 3-ჯერ არის გაზრდილი. 2020 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 6.4 მლნ დოლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში - 2.2 მლნ დოლარი.