28.სექტემბერი .2021 10:36

დააკავეს ჯგუფი, რომელიც ღვინის ქარხნებში ყურძნის მიღების დროს თაღლითობდა

დააკავეს ჯგუფი, რომელიც ღვინის ქარხნებში ყურძნის მიღების დროს თაღლითობდა
views 23806
უკან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვა სამართალდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად თაღლითობის ბრალდებით დააკავა ორგანიზებული ჯგუფის წევრები, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი 4 პირი: 1978 წელს დაბადებული მ. ც., 1990 წელს დაბადებული ი.ა., 1960 წელს დაბადებული ნ.ბ., 1974 წელს დაბადებული გ.ც., 1975 წელს დაბადებული ზ. ც. და ​1976 წელს დაბადებული კ.პ. კი პასუხისგებაში მისცეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა გ.ც.-მ და მ.ც.-მ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და სხვა ბრალდებულებთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვინის ქარხნებში, ყურძნის მიღების დროს ელექტროსასწორებზე განხორციელებული ხელოვნური მანიპულაციის შედეგად, დიდი ოდენობით თანხებს უკანონოდ ეუფლებოდნენ.

ბრალდებულებმა სექტემბერში, ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში არსებულ მაღალი ტონაჟის სასწორზე ფარულად დაამონტაჟეს დისტანციური წესით სამართავი მოწყობილობა და დისტანციური მართვის პულტების საშუალებით ახდენდნენ მათ მიერვე მოძიებული, ყურძნით დატვირთული ავტომანქანების წონის ხელოვნურად გაზრდას.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ღვინის ქარხნის დათვალიერებისას, კუსტარულად დამზადებული, წონის მომატებისთვის საჭირო აპარატურა, სამართავი პულტი, აგრეთვე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 4 630 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქარველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა