მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოეთის ნომრიანმა მანქანებმა წლის პირველ ნახევარში მოძრაობის წესები 70,000-ჯერ დაარღვიეს - შსს

64ae8022e3328
შოთა ტყეშელაშვილი
12.07.23 14:24
2168
უცხოეთის ნომრიანმა ავტომობილებმა საქართველოში საგზაო მოძრაობის წესები 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ივნისის ჩათვლით, 70,000-ჯერ დაარღვიეს - ამის შესახებ შსს-ს მიერ გაცემული სადეპუტატო კითხვის პასუხიდან ირკვევა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აზუსტებს ამ ჯარიმებს შორის რამდენი გამოიწერა რუსეთის ფედერაციის სანომრე ავტომობილების მიმართ.

დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვაზე, თუ როგორ ხდება ამ ვიდეოჯარიმების აღსრულება, შინაგან საქმეთა სამინისტრო შემდეგ განმარტებას აკეთებს:

“საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ჯარიმების გადახდა შესაძლებელია სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით, აღნიშნულ ვებგვერდზე შესავსებია რამდენიმე ველი, მათ შორის: საჯარიმო ქვითრის ნომერი, სამართალდამრღვევის პასპორტის ნომერი და ბოლოს უსაფრთხოების კოდი, რის შემდეგაც მოხდება ვიდეოჯარიმის იდენტიფიცირება, ხოლო გადახდის შემთხვევაში ვებგვერდის მარჯვენა მხარეს გამოჩნდება საბანკო ბარათის ნიშანი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქე მოახდენს საჯარიმო ქვითრის გადახდას.

გადახდის მეორე ალტერნატივა - საჯაროდ გამოქვეყნებული ვიდეოჯარიმების გადახდა შესაძლებელია ვებგვერდზე, აღნიშნულ ბმულზე გადასვლის შემდეგ, „ავტომობილის ნომრით ძიება“ ფანჯარაში მოქალაქემ ლათინური ასოებით უნდა შეიყვანოს საკუთარი ავტომობილის ნომერი, რის შემდეგაც მოიძებნება ავტომობილზე გამოწერილი ვიდეოჯარიმები. ვებგვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებულია ველის ჩამოსაშლელი ღილაკი, რომელზე დაჭერით გამოჩნდება ვიდეოჯარიმის დეტალური ინფორმაცია. კერძოდ: გადახდის ვადები, დარღვევის ადგილი და ა.შ. ასევე საბანკო ბარათის ნიშანი, რისი მეშვეობითაც მოახდენთ საჯარიმო ქვითრის გადახდას.

ამასთან, უცხო ქვეყნის (მათ შორის რუსეთის ფედერაციის) სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების მიმართ, 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ივნისის ჩათვლით პერიოდში, გამოვლენილია 70 000-მდე ვიდეოჯარიმა,” - ნათქვამია სამინისტროს პასუხში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები