2024 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების აკრეფით რეკორდული 90 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.
დოკუმენტის თანახმად, 53.8 მილიონი ლარი შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში, 35.8 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში მიიმართა.
შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობამ 87 მილიონი ლარი შეადგინა, შესაბამისად ამ მიმართულებით დაწერილი საჯარიმო შემოსავლები წელს 3 მილიონით გაიზარდა.