მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში ავტომფლობელებმა რეკორდული - ₾178 მილიონის ჯარიმები გადაიხადეს

კამერა, ჯარიმა, ავტომობილი, საგზაო მოძრაობა,

2026 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 178 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.8 მლნ ლარით, ანუ 13.2%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 71.2 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 106.7 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები