25.ივლისი .2021 10:40

დადგენილება: აცრილი ადამიანებისთვის ტრენინგზე დასწრება PCR ტესტის გარეშე იქნება შესაძლებელი

დადგენილება: აცრილი ადამიანებისთვის ტრენინგზე დასწრება PCR ტესტის გარეშე იქნება შესაძლებელი
views 1074
უკან

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის 23 ივლისის დადგენილება, რომლის თანახმადაც სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის კონფერენციებსა და ტრენინგებზე დასწრება PCR ტესტის და ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხების გარეშეც იქნება შესაძლებელი. 

დადგენილების მიხედვით, ეს ნორმა ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომელთა სრული ვაქცინაციიდან (აცრის მეორე დოზის გაკეთებიდან) 14 დღეზე მეტია გასული.

19 ივლისიდან ქვეყანაში მოქმედებს ნორმა, რომლის მიხედვითაც კონფერენციებსა და ტრენინგებზე დასწრება მხოლოდ PCR და ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხებით იყო შესაძლებელი. ამ ნორმამ კერძო სექტორში გაურკვევლობა და კითხვის ნიშნები გააჩნია, მაგალითად ვრცელდებოდა თუ არა ეს მოთხოვნა ორჯერადად აცრილ ადამიანებზე ან რა პერიოდულობით უნდა მომხდარიყო დამსწრეთა ტესტირება, თუკი ტრენინგის ხანგრძლივობა რამდენიმე დღეს აღემატებოდა. შესაბამისად, მთავრობის ახალი დადგენილება ამ მიმართულებით ინფორმაციის დაზუსტებას ემსახურება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა